Dialogi.ge contact@dialogi.ge

ჰოლოტროპული სუნთქვის თერაპია - ლიცენზირებული ფასილიტატორის როლი და მნიშვნელობა

ჰოლოტროპული სუნთქვის თერაპია - ლიცენზირებული ფასილიტატორის როლი და მნიშვნელობა 15:25:58 2024-09-18

ჰოლოტროპული სუნთქვის თერაპია - ლიცენზირებული ფასილიტატორის როლი და მნიშვნელობა

ჰოლოტროპული სუნთქვა, გულისხმობს ინტენსიურ, რითმულ სუნთქვას, რომელიც გამოიყენება ტრანსცენდენტალური მდგომარეობის მისაღწევად. ტრენინგი სუნთქვით ვარჯიშებს და სხეულზე ორიენტირებულ ტექნიკებს მოიცავს.

ის გვეხმარება - გავთავისუფლდეთ შეკავებული ემოციებისგან, დავივიწყოთ ტრავმული გამოცდილებები, დავამარცხოთ უძილობა და თავის ტკივილი, თავი დავაღწიოთ მუდმივ დაძაბულობასა და სხეულის დაჭიმულობას. თუ გსურთ გამოსცადოთ ჰოლოტროპული სუნთქვის თერაპია მაშინ მნიშვნელოვანია იკითხოთ არის თუ არა ფასილიტატორი ლიცენზირებული.

რატომ არის ასეთი აუცილებელი ჰოლოტროპული სუნთქვის ფასილიტატორს ჰქონდეს ლიცენზია?

ჰოლოტროპის ჩატარებას, ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება და კარგად დამუშავებული თეორიული ცოდნა სჭირდება, რადგან ერთი სრულფასოვანი თერაპია, ხშირ შემთხვევაში, 2-3 წლიან ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას უტოლდება.  მიუხედავად იმისა რომ ჰოლოტროპული სუნთქვა აღიარებულია როგორც ყველაზე ეკოლოგიური ტრანსული თერაპია, რადგან პროცესის განმავლობაში, ადამიანი არც ერთი წამით არ კარგავს გონებას და ცნობიერთან კავშირს მაინც მნიშვნელოვანია ფასილიტატორი უზრუნველყოფდეს შემდეგს:

უსაფრთხოება - გამოცდილი, ლიცენზირებული ფასილიტატორები ქმნიან უსაფრთხო გარემოს თქვენი გამორჩეული ემოციური მოგზაურობისთვის.

ეთიკა - მაქსიმალურად უზრუნველყოფენ საზღვრების დაცვას, პატივისცემასა და პროფესიული, დამხმარე გარემოს შენარჩუნებას.

პროფესიონალური რჩევები - გამოცდილი პროფესიონალები დაგეხმარებიან გახადოთ თერაპია უფრო ეფექტური და შედეგიანი.

თანმიმდევრულობა და ხარისხი - ლიცენზირებული ფასილიტატორი იცავს ყველა ნორმას და გაძლევთ გარანტიას რომ მიიღებთ დაუვიწყარ გამოცდილებას.

იმისთვის რომ საკუთარ შინაგან სამყაროში მოგზაურობა უფრო მეტად ეფექტური იყოს აუცილებლად დარწმუნდით რომ მას ლიცენზირებული პროფესიონალები უძღვებიან.

თუ გსურს არ გამოტოვო ემოციური და ფიზიკური გაჯანსაღების შესაძლებლობა და საქართველოში, თბილისში დაესწრო ჰოლოტროპული სუნთქვის ტრენინგს, რომელსაც გროფის ტრანსპერსონალური ტრენინგის, ჰოლოტროპული სუნთქვის ლიცენზირებული, საერთაშორისო დონის ფასილიტატორები გაუძღვებიან დაგვიკავშირდით - 574121274; 0322500288

დიალოგი შენი სიმშვიდისთვის!